ეკონომიკა
„ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება - პრემიერი
„ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება დამტკიცდება.

საუბარია იმაზე, რომ „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს.

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა "ბორჯომის" მმართველ კომპანიასა და მფლობელებთანაც. იცით რომ არის შემოთავაზება რომ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს აჩუქონ წილი, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების იყოს. მე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროს დავავალე და რამდენიმე დღეში დასკვნა მექნება. მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება. ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და პრობლემა იქნება ამოწურული“, - განაცხადა პრემიერმა.

| Print |