ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.69 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9707 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.73 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.189 ლარი გახდა.

4.33-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.7315 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.26 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.00 თეთრი გახდა.

| Print |