ეკონომიკა
კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი მერვე ადგილზეა
საქართველოს კერძო სექტორი 2022 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, 673 600 ადამიანს ასაქმებდა. წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 50 900-ით, ანუ 8.1%-ით მეტია. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, დასაქმების არათანაბარი განაწილების პრობლემა კვლავ ნარჩუნდება. 673 600 ადამიანიდან 436 900 დასაქმებული თბილისშია, რაც კერძო სექტორის სამუშაო ძალის 65%-ია. 

სამცხე-ჯავახეთში კერძო სექტორში 9 310 ადამიანია დასაქმებული, რეგიონი ამ რეიტინგში ბოლოდან მესამე ადგილზეა. 

კიდევ ერთი საკითხია შემოსავლების მოცულობა. ყველაზე მაღალი - 1,610 ლარის საშუალო ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით 1 288 ლარი) თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი რაჭა-ლეჩხუმშია, სადაც ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 970 ლარია. 
| Print |