ეკონომიკა
საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გახუთმაგდა
2022 წლის მაისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გახუთმაგდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოს 51 561 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 10 818 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს იკავებს თურქეთი - 60 184 ვიზიტორით, მე-3 ადგილს კი სომხეთი იკავებს 42 606 ვიზიტორით.
| Print |