ეკონომიკა
მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

„ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წ. იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 37-37 პროცენტით არის გაზრდილი საქონლის იმპორტი და ექსპორტი. 

რაც შეეხება სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლებს, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში 6 930 ერთეული საწარმო დარეგისტრირდა. ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 93.5 %-ია.
| Print |