ეკონომიკა
„კრიპტო აღორძინების“ ხანა დაიწყო?!
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული კრიპტო ვალუტების ღირებულება მუდმივად მერყეობს და მფლობელები თითქმის დანებდნენ, კვირა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ძლიერი დაცემის და ვნებათაღელვის შემდეგ, კრიპტო ბაზარზე როგორც იქნა, “მზემ გამოანათა“ და ბოლო 7 დღის განმავლობაში პოპულარულ ათეულში მყოფი ყველა ციფრული “ქოინის“ ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა.

ჯერ კიდევ ივნისის თვის ბოლოს, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიტპოვალუტა Bitcoin-ის ღირებულება 19 000-ს დოლარს ქვემოთაც კი იყო, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა. უფასურდებოდნენ სხვა ვალუტებიც, მაგალითად, Ethereum და სხვა.

თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, სურათი რადიკალურად არის შეცვლილი და შეიძლება ითქვას, რომ “კრიპტო აღორძინების“ ხანა დაიწყო.

წარმოგიდგენთ პოპულარული კრიპტოვალუტის ფასების ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:
| Print |