ეკონომიკა
საქართველო-სომხეთმა საბაჟოზე საქონლის გავლის ფორმალობები გაამარტივა
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, ფინანსთა მინისტრ ტიგრან ხაჩატრიანისა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის, რუსტამ ბადასიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და შემოსავლების სამსახურის უფროსს, ლევან კაკავას შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს „მონაცემთა გაცვლის წინასწარი ელექტრონული სისტემის სრული დანერგვის შესახებ“. აღნიშნული ოქმი, შესაძლებლობას აძლევს მხარეებს უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ოქმის ამოქმედება საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას შეუწყობს ხელს.ფინანსთა საინისტროს ცნობით, ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა საბაჟო ფორმალობებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას გაზრდის, როგორც საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, ისე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.
| Print |