ეკონომიკა
დიზელის საწვავის ფასი ისევ იზრდება - სად რა ღირს დიზელი
დიზელის საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა.

„ვისოლის“ ქსელში განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. ეკო დიზელის ღირებულება ბოლო ერთი თვის განმავლობაში 27 თეთრით გაიზარდა და 4.84 ლარს მიაღწია. 20 თეთრიანი მატების შემდეგ, 4.48 ლარი ღირს ევრო დიზელი. იგივე ფასია ,,პორტალშიც".

რაც შეეხება სხვა ქსელებს, ყველაზე იაფი - 4.70 ლარი ევრო დიზელი „ლუკოილსა“ და „რომპეტროლშია“. შემდეგია „სოკარი“, სადაც ევრო დიზელის ღირებულება 4.75 ლარია. 4.77 ლარი ღირს იგივე ტიპის საწვავი „გალფში“.

ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში საქართველოში დიზელის საწვავი - 53.4%-ით იყო გაძვირებული.
| Print |