ეკონომიკა
საქართველოში დოლარი მცირედით გაიაფდა, ევრო კი გაძვირდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7178 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7244 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0066 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7806 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7775 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 6 აგვისტოს შევა.
| Print |