ეკონომიკა
რატომ ვერ ხერხდება რუსული ბაზრის ჩანაცვლება?
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზრის სტაბილურობა საქართველოსთვის კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ საქათველოსთვის ალტერნატიულ ბაზრად ევროკავშირის განხილვა რთულია, რადგან შესაბამისი სტანდარტებიდან ჩვენი ბაზარი შორსაა.

„ჩვენი ექსპორტის უდიდესი ნაწილი მიბმული იყო რუსეთზე. მით უფრო, მალფუჭებადი პროდუქტი. ამიტომ მიმდინარე ომის ფონზე, ცხადია პრობლემა უფრო მწვავეა. გართულებულია ტრანსპორტირება და გადახდები.

რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, იქ სტანდარტების დაკმაყოფილების სერიოზული პრობლემა გვაქვს და სულ რამდენიმე მწარმოებლისთვის არის ხელმისაწვდომი ევროპის სივრცე. ევროპაში სტანდარტები არ გაზრდილა, თუმცა ჩვენ არსებულსაც ვერ ვაკმაყოფილებთ",
- განმარტავს გიგაშვილი.

მისი თქმით, სტანდარტების მიმართულებით პრობლემა მწვავეა და თუ არ დალაგდა, ევროკავშირის ბაზარი ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

"მაგალითად, ავიღოთ კენკრა, რომელზეც მოთხოვნა არის, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნაში არ გვაქვს სათანადო სამაცივრე ინფრასტრუქტურა და ამას ემატება ბიუროკრატიული პრობლემები, ექსპორტი ვერ ხორციელდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც გადის ექსპორტზე სჭირდება ფიტო სანიტარიის დოკუმენტაცია. სამსახური კი მუშაობს შეზღუდულ საათებში და ხშირად, არ არის მოქნილი. მაგალითად, შაბათს თუ მიმართავთ ორშაბათამდე არ მუშაობენ, არადა პროდუქტს შეიძლება ამ დროს მალფუჭებადი იყოს".

რუსუდან გიგაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ თქვა, რომმორიგე სამსახურს ამატებენ, რომელიც 24/7-ზე იმუშვებს. თუმცა მისი აზრით, მთავრობას ეს პრობლემა აქამდეც უნდა მოეგვარებინა. 

"მთავარი პრობლემა ისაა, რომ დინებას მივყვებით და გარე და შიდა გამოწვევებს ლოკალურად ვპასუხობთ. არ არსებობს დარგის განვითარების არავითარი სისტემური გეგმა“, - განაცხადა გიგაშვილმა.

bpn.ge
| Print |