ეკონომიკა
ნავთობი ისევ ძვირდება - Brent-ის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
რამდენიმეკვირიანი გაიაფების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე საწვავი ისევ ძვირდება. თბილისის დროით 09:50 საათზე ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავის ფასი სექტემბრის ფიუჩერსებზე 101,6 დოლარს შეადგენს.

ასევე გაძვირდა ამერიკული ნედლი ნავთობიც. WTI-ს ფასი ბარელზე ამ დროისთვის 95,17 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეცემოდა. ორშაბათს Brent-ის ტიპის ნავთობი 96-97 დოლარად ივაჭრებოდა, WTI-ის ტიპის საწვავი კი 88-89 დოლარად.
| Print |