ეკონომიკა
სად ვყიდულობთ ბრინჯს, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს
ბრინჯის იმპორტი 64,4%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 7 თვეში საქართველომ 7,397 ტონა (5,532 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,766 ტონა (3,147 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოსთვის ბრინჯის მთავარი მომწოდებელი პაკისტანია, რომელსაც ინდოეთი და რუსეთი მოსდევს.

უფრო დეტალურად, 2022 წლის იანვარ-ივლისში ბრინჯის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
  • პაკისტანი - 3 976 ტონა (2,258 მლნ აშშ დოლარი)
  • ინდოეთი - 2 002 ტონა (1,904 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 626.9 ტონა (580.8 ათასი აშშ დოლარი)
  • ტაილანდი - 286 ტონა (224.8 ათასი აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 131 ტონა (96.6 ათასი აშშ დოლარი)
  • ვიეტნამი - 122.9 ტონა (123.9 ათასი აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 82.9 ტონა (80.6 ათასი აშშ დოლარი)
  • იტალია - 50.9 ტონა (90.6 ათასი აშშ დოლარი)
  • აშშ - 36.2 ტონა (62.9 ათასი აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 28.6 ტონა (28.2 ათასი აშშ დოლარი)
გარდა ამისა, ბრინჯი შედარებით მცირე რაოდენობით შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც : ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ირანი, პოლონეთი, ჩინეთი, ლიბანი, ნიდერლანდები, ბულგარეთი.

ცნობისთვის, ინდოეთმა, რომელიც მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, თეთრი და ყავისფერი ბრინჯის ექსპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა, დამტვრეული ბრინჯის ექსპორტი კი სრულად აკრძალა. მიზანი საშუალოზე დაბალი ნალექიანობის გამო შემცირებული მოსავლიანობისა და მარაგების გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირებაა.

მოსალოდნელია, რომ მიწოდების შემცირებას აღმავალი ეფექტი ექნება სურსათის ფასებზე, რომელიც რუსეთის მიერ წამოწყებული ომისა და გვალვის გამო ისედაც მაღალ ნიშნულზეა.
| Print |