ეკონომიკა
იანვარ-აგვისტოს თვეში ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ, 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 522,945,221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს, (110,158,684 აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს შემოსავალი გაზრდილია ახალციხის ციხეზეც. 8 თვის განმავლობაში ციხემ 734 577 ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის 442 000 ლარი მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანასებაა. დანარჩენი თანხა ახალციხის ციხემ გიდების მომსახურებიდან, დარბაზებისა და სცენის გაქირავებით, საბანკეტო და საქორწინო მომსახურებითა და ავტოპარკინგიდან მიიღო.

„2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით“,
- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |