ეკონომიკა
საქართველოში ევროსა და დოლარის კურსი ისევ გათანაბრდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8261 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8204 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

1000 სომხური დრამის ღირებულება 6.7521 ლარი გახდა, 100 რუსული რუბლი - 4.6962 ლარი, ერთი თურქული ლირის ღირებულება კი, 0.1546 ლარია. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 17 სექტემბერს შევა და ორშაბათამდე იმოქმედებს.
| Print |