ეკონომიკა
რა ღირს ავიაბილეთები რუსეთიდან საქართველოში
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ვითარება გამწვავდა.

კრემლის ლიდერის მიმართვიდან რამდენიმე საათში, თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა, მოქალაქეები გაზრდილი ინტენსივობით გუგლავენ ფრაზას - „როგორ დავტოვოთ რუსეთი“- ამ მონაცემს Google Trends-აქვეყნებს. ამასთან, მოსკოვის ბირჟის ინდექსი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თითქმის 10%-ით დაეცა. ეს ყველაფერი კი 24 საათზე ნაკლებ დროში მოხდა.

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი, მხოლოდ ერთი მიმართულებით, თითქმის 2000 $ ღირს. ამასთან, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ყველა ავიაბილეთი სექტემბრის ბოლომდე უკვე გაყიდულია.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების პირველ ორ დღეში ერევნის, სტამბულისა და თბილისის ყველა ავიაბილეთი გაიყიდა. ამ დროისთვის არის ავიაბილეთები ამ მიმართულებით, მაგრამ მათი ფასები შედარებით მაღალია.

მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ არის. რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა შეგიძლიათ მხოლოდ ტრანსფერებით ან პირდაპირი მარშრუტით ლარსის გავლით. ავიაბილეთი მოსკოვი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით უახლოეს დღეებში 1300-5100 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ორი დღის წინ მოსკოვი-ერევნის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთი 4500-დან 5000 აშშ დოლარამდე ღირდა (290000-310000 რუბლი), ახლა კი მათი ღირებულება 1000-3500 დოლარამდე (58000-21000 რუბლი) შემცირდა. რაც შეეხება მოსკოვი-სტამბულის ავიაბილეთებს, ისინი ამჟამად 1200-4000 აშშ დოლარი ღირს პირდაპირი ფრენისთვის.

მიუხედავად ავიაბილეთების ასეთი მაღალი ფასებისა, რუსეთის მოქალაქეები კვლავ ტოვებენ ქვეყანას. საქართველოში ძირითადად დარიალის ხეობიდან შემოდიან. საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის 22 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ხალხის ნაკადის გასაკონტროლებლად იქ პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.
| Print |