ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8352 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7086 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა.

1000 სომხური დრამი 6.9485 ლარად ივაჭრება, 100 რუსული რუბლი კი 4.8156 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /