ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8228 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8228 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8291 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7590 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7623 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.

1000 სომხური დრამი 6.9725 ლარად ივაჭრება, 100 რუსული რუბლი კი 4.7854 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |