ეკონომიკა
დავიწყებთ სივრცითი გეგმების შეძენას კურორტების სწორად განვითარებისთვის - ეკონომიკის მინისტრი
სივრცითი გეგმების შეძენის შესახებ, ლევან დავითაშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, როდესაც კითხვა ვარძიის, ბაკურიანისა და ცემის მიმდებარე ტერიტორიების სწორად განვითარების შესახებ ანტონ ობოლაშვილმა დაუსვა.

სამცხის დეპუტატის აზრით, ინვესტორების მოსაზიდად საჭიროა დამტკიცებული სივრცითი მოწყობის და განვითარების გენერალური გეგმები, რის შედეგად დასაქმდება მეტი ადამიანი და რეგიონის ეკონომიკას ხელი შეეწყობა. ანტონ ობოლაშვილმა მინისტრს მეტი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

ლევან დავითაშვილმა პასუხად განმარტა, რომ სამცხეს დიდი პოტენციალი გააჩნია ტურისტული მიმართულებით, განსაკუთრებით აღნიშნა ბორჯომ-ბაკურიანის ხეობა. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ხეობის სწორი სივრცითი დაგეგმარება და გეგმის მიხედვით განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
| Print |