ეკონომიკა
ევროს და დოლარის კურსი კლებას განაგრძობს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6970 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7057ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა.

1000 სომხური დრამი 6.9120 ლარად ივაჭრება, შესაბამისად, დრამის ცვლილებამ 0.0100 ლარი შეადგინა. 100 რუსული რუბლი კი 4.3333 ლარი გახდა. შესაბამისად, რუბლის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.

1 თურქული ლირა 0.1499 ლარი ღირს, ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა. 10 უკრაინული გრივნა 0.7543 ლარია, ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /