ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6970 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.

1000 სომხური დრამი 6.8742 ლარად ივაჭრება, შესაბამისად, დრამის ცვლილებამ 0.0378 ლარი შეადგინა. 100 რუსული რუბლი კი 4.3673 ლარი გახდა. შესაბამისად, რუბლის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0340 ლარი შეადგინა.

1 თურქული ლირა 0.1492 ლარი ღირს. 10 უკრაინული გრივნა 0.7511 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /