ეკონომიკა
რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში?
სექტემბერში, ყველაზე მეტი - 173 942.2 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

„საქსტატის“ საჯარო ინფორმაციის თანახმად, ჯამში, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 387 177.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილია - აგვისტოში ეს მონაცემი 334 266.1 აშშ დოლარი იყო.

უფრო კონკრეულად, სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია: იტალია - 36 288.7 აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები - 28 679.2 აშშ დოლარი; საბერძნეთი - 18 451.9 აშშ დოლარი; ყირგიზეთი - 18 120.6 აშშ დოლარი; ისრაელი - 16 437.4 აშშ დოლარი; გერმანია - 15 921.5 აშშ დოლარი; ყაზახეთი - 10 126.5 აშშ დოლარი; თურქეთი - 9817.5 აშშ დოლარი.
| Print |