ეკონომიკა
10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%-ი ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 %-ით განისაზღვრა.

გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამოათვალს, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
  • სიმინდის ფქვილი - 76.1%-ით
  • შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 39.8 %-ით
  • ვაფლი კრემით - 39.3%-ით
  • ნამცხვარი - 38.6%-ით
  • მანდარინი - 36.7%-ით
  • ხორბლის ფქვილი - 36%-ით
  • მარგარინი - 35.6%-ით
  • სულგუნი - 34.6%-ით
  • მდოგვი - 34.2%-ით
  • ვერმიშელი - 30.4%-ით
| Print |