ეკონომიკა
ახალქალაქში მცირე ზომის კასკადური ჰესი გაიხსნა

„ახალქალაქი ჰესების კასკადი“ - ოფიციალურად გაიხსნა. ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს.

ჰესების კასკადში 26 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.

ჰესი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა, ამასთან კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას გაეცნო.
| Print |