ეკონომიკა
ადგილობრივ მეწარმეებს ტენდერებში მონაწილეობისას უპირატესობა უნდა ჰქონდეთ - ობოლაშვილი

სამცხის დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის ინიციატივაზე ისაუბრა. მან "მეცხრე არხთან" თქვა, რომ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული პროდუქციის შეზღუდვას ქვეყანა ვერ განახორციელებს და არ იქნება სწორი გზა, ვინაიდან ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები.

ობოლაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაზე მეტი სამუშოები, თუნდაც სახელმწიფო ორგანიზაციებში ტენდერებში მონაწილეობისას მათ მეტი უპირატესობა უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება ფასების რეგულირებას დეპუტატი ამბობს, რომ წინააღმდეგია ნებისმიერ სფეროში, რადგან როდესაც სახელმწიფო შედის ფასების რეგულირებაში ეს ყოველთვის სპობს ბიზნესს. ბიზნესი კი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მოსახლეობის დასაქმების სფეროშიც.

| Print |