ეკონომიკა
ახალციხეში ფქვილი ისევ გაძვირდა
ექსპერტების დადებითი პროგნოზის მიუხედავად, საქართველოში ფქვილი ისევ გაძვირდა. თუ ერთი კვირის წინ, ახალციხეში უმაღლესი ხარისხის ფქვილი 90 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 97 ლარს შეადგენს.

გაძვირების პარალელურად, საქართველოში ფქვილის იმპორტი კვლავ იზრდება. ზრდა არა მხოლოდ გასულ თვეებთან, გასულ წელთან შედარებითაც ფიქსირდება. ქვეყანაში პროდუქტის მთავარი იმპორტიორი კი კვლავ რუსეთია.

ხორბალზე და ფქვილზე ფასების კლების ტენდენცია სექტემბრის თვეში შეინიშნებოდა, ამ პერიოდში ერთი ტომარა 72 ლარი ღირდა. კლების დადებითი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა და უკვე ოქტომბრის თვეში ფასმა ისევ მოიმატა.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ოთხი თვით გახანგრძლივება პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობის გარანტიას ქმნიდა, რაც თავის მხრივ, ფქვილის ფასზეც იქონიებდა გავლენას, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია კვლავ არაპროგნოზირებადია.
| Print |