ეკონომიკა
ბანანის იმპორტი იზრდება - საიდან შემოდის პროდუქტი
ბანანის იმპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 31,415 ტონა (23,693 მლნ აშშ დოლარი), პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 22,919 ტონა (15,020 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2020 წლის 10 თვეში - 21,979 ტონა (14,600 მლნ აშშ დოლარი).

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ბანანი იყიდა.

ტოპ-5 ქვეყანა:
  • ეკვადორი - 29 353 ტონა (22,204 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 1 247 ტონა (891.4 ათასი აშშ დოლარი)
  • კოსტა-რიკა - 691.1 ტონა (494.7 ათასი აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 118.7 ტონა (86.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 2.4 ტონა (7.8 ათასი აშშ დოლარი)
გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით პროდუქტი ასევე შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, სომხეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია და ნიგერია.
| Print |