ეკონომიკა
რუსეთიდან შემოტანილი კარტოფილი უკან გააბრუნეს - სად და რა რაოდენობის პროდუქტს ვყიდულობთ
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქსტატის მონაცემებით, წელს, 11 თვეში, საქართველომ 5 489 ტონა (2,547 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილის იმპორტი განახორციელა.

რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც წელს პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით შევიძინეთ, ჩამონათვალი ასეთია:
  • გერმანია - 1180.8 ტონა (1 063 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 1054.8 ტონა (230.3 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 719.2 ტონა (185.7 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 703.6 ტონა (192.7 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 527.6 ტონა (300 ათასი აშშ დოლარი)
| Print |