ეკონომიკა
რაში დაიხარჯება 30 მილიონი - როგორია ახალციხის ბიუჯეტის პრიორიტეტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 30 000 000 ლარია. ბიუჯეტის თითქმის მესამედი 9 150 100 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. პრიორიტეტების სათავეშია  ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მიმართულებები. ყველაზე მცირე, 25 ათასი ლარი კი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მოხმარდება.

საკრებულოს დეპუტატთა მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის თანხები ასე გამოიყურება:

· დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მიუსაფარი ცხოველების სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანა - 2 491 000 ლარი;

· განათლება - 6 030 200 ლარი, მათ შორის 4 988 000 ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებას, 1 000 000 ლარი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციას, 42 200 ლარი კი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიებს მოხმარდება;

· 4 113 900 კულტურისა და სპორტის სფეროს მოხმარდება. სპორტის განვითარებისთვის 1 574 100 ლარი, 2 296 700 ლარი კი კულტურის განვითარებისთვის გამოიყო. 108 100 ლარია ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, თეატრებისთვის განისაზღვრა 120 000 ლარი, ააიპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფინანასდა 15 000 ლარით;

- მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 6 491 700 ლარი, მათ შორის:

- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია - 4 464 000 ლარი;

- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო - 1 522 800 ლარი;

- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 640 200 ლარი

-ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 120, 000 ლარი;

-სარეზერვო ფონდი - 200 000 ლარი;

-მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა - 159 900 ლარი;

-საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი პროგრამა - 25 000 ლარი.

მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 9 მილიონი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ცვლილებებს, ახალციხის მერიასა და საკრებულოში შრომის ანაზღაურება იზრდება.
| Print |