ეკონომიკა
რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა?
ახალი წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წელს მომხმარებლების რაოდენობა შემცირებულია. ფასები კი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.

მომხმარებლები კი ამბობენ, რომ ფასები ისეთი გაზრდილია, მხოლოდ მინიმალური პროდუქტის შეძენას ახერხებენ.

  • საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელის ინდაურის ფასი 100 ლარიდან იწყება და 180 ლარსაც კი აღწევს.
  • 1 კილოგრამის გოჭის ფასი კი 20 ლარს შეადგენს
  • 1 კილოგრამი საქონლის ხორცი - 15-17 ლარის ფარგლებში მერყეობს
  • 1 კილოგრამი ქათმის ფასი კი 8 ლარს შეადგენს.
  • ნიგვზის ფასი 22 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს.
  • რაც შეეხდება თაფლს, თბილისის აგრარულ ბაზარში მის შეძენას 20 ლარად შეძლებთ.
  • იმერულის ყველის შეძენას 18-20 ლარის ფარგლებში შეძლებთ, რაც შეეხება სულგუნს, მისი ფასი 25 ლარი ღირს.
  • სოკოს ფასი 13-15 ლარის ფარგლებში მერყეობს.
  • რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი ძირითადად 12-25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ცოცხალი კალმახის შეძენას კი 19 ლარად შეძლებთ.
  • მანდარინის შეძენა 2 ლარიდან არის შესაძლებელი. კივის ფასი კი საშუალოდ 3-3,50 ლარის ფარგლებშია.
  • აგრარულ ბაზარში ჩურჩხელის ფასიც განსხვვებულია - მისი ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს.
  • რაც შეეხება შოკოლადს, მისი ფასი 15 ლარიდან იწყება და 35 ლარსაც კი აღწევს.
| Print |