ეკონომიკა
ლარი მცირედით გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7094 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7094 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8777 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8498 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0279 ლარი შეადგინა.

1 თურქული ლირის ფასი 0. 1443 ლარია, 
100 რუსული რუბლი 3. 7085 ლარი გახდა.
1000 სომხური დრამი 6.7849 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |