ეკონომიკა
რა გაძვირდა ყველაზე მეტად თებერვალში?
2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:
  • ხახვი - 118.4%-ით
  • სიმინდის ფქვილი -79.6%-ით
  • კარტოფილი - 56.9%-ით
  • ნამცხვარი - 40.8%-ით
  • მწვანე ლობიო - 38.3%-ით
  • საზამთრო - 36.8%-ით
  • შესქელებული რძე - 130.8%-ით
  • ვაფლი კრემით - 30.5%-ით
  • ტომატ პასტა - 29.1%-ით
  • მდოგვი - 27. 4%-ით
| Print |