ეკონომიკა
თურქეთი პომიდვრის ექსპორტს კრძალავს - გაძვირდება თუ არა პროდუქტი
თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 14 აპრილამდე ქვეყნიდან პომიდვრის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პროდუქტის გაძვირებისა და ბოლო კვირებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელიც 11 პროვინციას შეეხო, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფასების სტაბილიზაციისთვის ზომების მიღება გარდაუვალი გახადა.

როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები თვლიან, თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სერიოზულ გავლენას მოახდენს იმ ქვეყნებზე, სადაც პომიდვრის იმპორტი სწორედ თურქულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ასეთები არის საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი.

მაგალითად, სასათბურე ბოსტნეულის უკრაინელი იმპორტიორები უკვე ცდილობენ თურქი მომწოდებლების შესაძლო ალტერნატივების პოვნას. თეორიულად, ასეთებად შეიძლება აღმოჩნდნენ მაროკო, ირანი და ესპანეთიც კი, მაგრამ თურქული პროდუქციის სრული ჩანაცვლება ამ დროისთვის ვერ მოხდება, რადგან ამ ქვეყნებს შესაძლოა არ ჰქონდეთ პომიდვრის ის საჭირო მოცულობა, რაც დღესდღეობით არის საჭირო.

ამიტომ, მომავალი კვირის ბოლოსთვის თურქული პომიდვრის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების ბაზრებზე, პროდუქტის დეფიციტის ფონზე, შესაძლოა მისი ფასის მკვეთრად გაძვირება. ერთადერთი შემზღუდველი ფაქტორი შეიძლება იყოს თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებული გამონაკლისები.

ამრიგად, ექსპორტი ჩრდილოეთ კვიპროსში, პალესტინასა და აზერბაიჯანში არ ექვემდებარება შეზღუდვას და სწორედ ამ უკანასკნელის არსებობა გამონაკლისების სიაში გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ თურქეთი მთლიანად არ გამქრალა რეგიონალური სათბურის პომიდვრის ბაზრიდან. ბუნებრივია, საუბარი არ არის ათიათასობით ტონა პროდუქციის რეექსპორტზე, რადგან თავად თურქეთშიც არის სასათბურე პომიდვრის დეფიციტი. მითუმეტეს, რომ შეუძლებელია აზერბაიჯანის გავლით გარკვეული რეექსპორტის გამორიცხვა, რადგან ეს უკანასკნელი ამ დრომდე უკვე სხვა მეზობელი ქვეყნიდან (ირანი) ბოსტნეულისა და ხილის მთავარი რეექსპორტი იყო.
| Print |