ეკონომიკა
ლარმა გამყარების ახალი რეკორდი დაამყარა
თბილისი (GBC) – ეროვნული ვალუტა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კიდევ გამყარდა და ბოლო 12 თვის მანძილზე ახალ რეკორდს ამყარებს. თბილისის დროით 13:40 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2,61 ლარი ღირს.

პირველი იანვრიდან ლარი დოლართან მიმართებით 3,15%–ით არის გამყარებული.

ბოლო 52 კვირის განმავლობაში ლარის კურსის დიაპაზონი 2,6100–3,4543 ნიშნულებს შორის მერყეობდა.
| Print |