ეკონომიკა
„თიბისის“ ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე გადარიცხვის ტარიფი იცვლება
“1-ლი მაისიდან „თიბისის“ ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვის ტარიფი იცვლება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 1 მაისიდან იცვლება "თიბისის" ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვის ტარიფი.

ტარიფი უცვლელი დარჩება საბანკო ნაკრების ფარგლებში არასტანდარტული ტარიფებით მოსარგებლეთათვის,“
- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |