ეკონომიკა
ქსელურ მარკეტებში, პირველად პროდუქტზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

ქსელურ მარკეტებში პირველად პროდუქტზე ფასების კლებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოფიო ქაშაკაშვილი საუბრობს.

მისი თქმით პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების შემცირების ტენდენცია ქსელურ მარკეტებში დაწყებულია. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იმპორტიორებსა და რითეილერებს შორის. აღსანიშნავია ის, რომ ყველა პროდუქტთან მიმართებაში ინდივიდუალურად ხდება პირობების შერჩევა.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მომავალში მეტი ფასდათმობა გაკეთდეს და მომხმარებელს უფრო გაუიაფდეს პროდუქტი ქსელურ მარკეტებში.

რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან საუბარია უამრავი პროდუქტსა და მომწოდებლებზე, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
| Print |