ეკონომიკა
სად იყიდა საქართველომ 2023 წელს თითქმის გაათმაგებული ოდენობის კარტოფილი?
საქართველომ 2023 წლის 2 თვეში მსოფლიოს 11 ქვეყანაში 9,6-ჯერ მეტი კარტოფილი იყიდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 2.5 მლნ აშშ დოლარის 8 907 ტონა კარტოფილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 246.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 925.7 ტონა.

გთავაზობთ თერთმეტივე ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წელს საქართველომ ყველაზე მეტი კარტოფილი შეიძინა:
  • რუსეთი - 1 მლნ აშშ დოლარის 3 864 ტონა
  • ბელარუსი - 935 ათასი აშშ დოლარის 3 482 ტონა
  • ნიდერლანდები - 204.1 ათასი აშშ დოლარის 225 ტონა
  • უკრაინა - 114.4 ათასი აშშ დოლარის 430.6 ტონა
  • თურქეთი - 61.1 ათასი აშშ დოლარის 190.9 ტონა
  • პაკისტანი - 53 ათასი აშშ დოლარის 162.3 ტონა
  • სირია - 51.9 ათასი აშშ დოლარის 173.9 ტონა
  • გერმანია - 39 ათასი აშშ დოლარის 44 ტონა
  • ირანი - 37.6 ათასი აშშ დოლარის 143.4 ტონა
  • ყაზახეთი - 28 ათასი აშშ დოლარის 107.3 ტონა
  • ეგვიპტე - 21.4 ათასი აშშ დოლარის 82.5 ტონა
| Print |