ეკონომიკა
საქართველოდან ვაშლის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა
ვაშლის სეზონზე, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, საქართველოდან ექსპორტზე 6 300 ტონა ვაშლი გავიდა, ეს კი 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საექსპორტო ფასები არ შეცვლილა, ამიტომ მოგებამ 17%-ით მოიმატა. თუმცა, EastFruit-ის ანალიტიკოსები აქვე აღნიშნავენ, რომ კურსის ცვალებადობა და ინფლაცია ამ წარმატებას აფერმკრთალებს.

აღნიშნული რიცხვი სიდიდით მეორეა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში. უკეთესი მაჩვენებელი იყო 2020 წელს, რაც გამონაკლისად სახელდება - პანდემიამ და უამინდობამ აიძულა მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა - რუსეთი, დიდი მოცულობით შეეძინა სასოფლო პროდუქტები.

ვაშლის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ სექტემბერ-თებერვალში 4 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა სეზონის ანალოგიური პერიოდის 3,4 მლნ დოლარის წინააღმდეგ. ლარში ექსპორტის ჯამური ღირებულება მიმდინარე სეზონზე 11 მილიონია, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მაგრამ იმ საქონლისა და მომსახურების ოდენობით, რაც მას შეუძლია შეიძინოს, ეს შემოსავალი ჯერ კიდევ 6%-ზე ნაკლებია წინა სეზონში მიღებულ შემოსავალთან შედარებით.
| Print |