ეკონომიკა
რუსეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა
2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 127.1%-ით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 193.1 მლნ აშშ დოლარზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი, 223.6 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 727%-ია.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:
  • რუსეთის ფედერაცია - $223.6 მლნ / წლიური ზრდა 727%;
  • იტალია - $43.4 მლნ /ზრდა 9.9%;
  • აშშ - $35.9 მლნ / ზრდა 40.4%;
  • საბერძნეთი - $19.6 მლნ / ზრდა 3.3%;
  • ისრაელი - $18.8 მლნ / ზრდა 10.5%;
  • გერმანია - $17.6 მლნ / ზრდა 55.2%;
  • ყაზახეთი - $17.4 მლნ / ზრდა 130.9%;
  • თურქეთი - $10.2 მლნ / ზრდა 22.1%;
  • ყირგიზეთი - $5.7 მლნ / ზრდა 165%;
  • ესპანეთი - $4.9 მლნ / ზრდა 5.1%.
ამასთან, 2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტის (24 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7%-ით მეტია.
| Print |