ეკონომიკა
რა გაძვირდა ყველაზე მეტად აპრილში?

 

2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის „ მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა

გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა :
  • ხახვი - 92%-ით
  • სიმინდის ფქვილი - 35.4%-ით
  • კარტოფილი - 33.7%-ით
  • მწვანე ლობიო - 33.3%-ით
  • ტომატ-პასტა - 30.4%-ით
  • ნამცხვარი - 27.5%-ით
  • მდოგვი - 21%-ით
  • საზამთრო - 20.6%-ით
  • ლიმონი - 19.8%-ით
  • ძროხის ხორცი - 18%-ით

 

| Print |