ეკონომიკა
მარწყვის სეზონი გაზრდილი კონკურენციით დაიწყო - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე
საქართველოში მარწყვის აქტიური სეზონი იწყება, რომელიც თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვთან კონკურენციაში მოდის. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ მარწყვზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

EastFruit-ის ქართული გუნდი საბითუმო ბაზარზე მარწყვის დიდ რაოდენობას აფიქსირებს. თურქული პროდუქციის პარალელურად, უჩვეულოდ დიდია ადგილობრივი ფერმერების მარაგიც.

სეზონის დაწყებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა იმპორტი მეზობელი თურქეთიდან, რომელიც ფაქტობრივად, ერთადერთი ექსპორტიორია საქართველოში.

აპრილის იმპორტი, რომლის ნაწილი ახლა საბითუმო ბაზრებზე იყიდება, რეკორდულად მაღალი იყო: ჯამში შემოვიდა 1100 ტონა მარწყვი.

დღევანდელი ბაზრის კვლევის მიხედვით, თურქული მარწყვის საბითუმო ფასი კილოგრამზე 4-5 ლარია (1,60-2,00 დოლარი). როგორც წესი, ის უფრო იაფია, ვიდრე იმავე კალიბრისა და ტიპის ადგილობრივი პროდუქცია.

ფასების დიაპაზონი, რომელსაც ქართველი ფერმერები იღებენ, თურქულზე ბევრად ფართოა. ისინი იწყება 4 ლარიდან (1.60 დოლარი) და ადის 8 ლარამდე (3.20 დოლარი).

იმპორტის კონკურენციის გამო მარწყვის ახალი სეზონის დასაწყისში, საშუალო საბითუმო ფასის მინიმალური ნიშნული დაფიქსირდა - 4,50 ლარი კილოგრამზე. ცნობისათვის, გასული წლის ამავე პერიოდში მარწყვი 6 ლარი ღირდა. უახლოეს კვირებში ფასებზე ნეგატიური ზეწოლა გაიზრდება, რადგან ბაზარზე უფრო მეტი ადგილობრივი მარწყვი შემოვა.

პიკის პერიოდი, როგორც წესი, მაისის ბოლოს იწყება.
| Print |