ეკონომიკა
180 000-მდე ადამიანს სესხის პროცენტი შეუმცირდა - ვის შეეხო რეფორმა?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% პროცენტს შეადგენს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს- რელიზში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის შემცირება გახდა, რადგანაც აპრილში ინფლაციის დონე სამიზნე 3%-ს ჩამოსცდა და 2.7% შეადგინა.

ვის შეუმცირდება სესხებზე პროცენტი - სებ-ის ანგარიშის მიხედვით და რა შეღავათი ექნებათ მსესხებლებს - საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ვის შეუმცირდება სესხებზე პროცენტები.

"ჩვენთან არის, დაახლოებით, 180 000-მდე სესხი გაცემული, რომელიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, ან გაიზრდება, სესხის პროცენტზე ეს პირდაპირ აისახება.

სესხები, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, მათ წლიურ ჭრილში პროცენტი შეუმცირდებათ, რაც თვიურ გადასახადზეც, თავისთავად, აისახება.

ძირითადად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებია იპოთეკური, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები, მაგრამ ყველა ეს სესხი უნდა იყოს გაცემული ლარში. ყველაზე მეტი, მაინც, არის იპოთეკური სესხები, ძირითადად გრძელვადიან სესხებზეა საუბარი,"
- აცხადებს კეპულაძე.

გაგრძელდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება როგორია პროგნოზი :

"ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ნელ-ნელა იწყებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად მაღალია ან დაბალი ინფლაცია და როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში,"
- აცხადებს კეპულაძე.
| Print |