ეკონომიკა
ქართული თაფლის ექსპორტი გაძვირდა - სად გადის პროდუქტი
ქართული თაფლის ექსპორტი გაძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, შარშან ექსპორტზე 171,15 ათასი დოლარის ღირებულების 50,11 ტონა ქართული თაფლი გავიდა, წელს კი 196,19 ათასი დოლარის ღირებულების 26,23 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 2022 წლის იანვარ-მარტში უცხოეთში ერთი ტონა თაფლი საშუალოდ 3 415 დოლარადა გაიყიდა, წელს პირველ კვარტალში ეს თანხა 7 480 დოლარამდე გაიზარდა. (ზრდა 119%-ია).

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2023 წლის იანვარ-მარტში ქართული თაფლი 8 ქვეყანაში გავიდა:
  • საფრანგეთი - 116 ათასი დოლარი (20,40 ტონა)
  • ჩეხეთი - 38,33 ათასი დოლარი (2 ტონა)
  • აშშ - 16,82 ათასი დოლარი (2,38 ტონა)
  • ნიგერია - 11,98 ათასი დოლარი (0,15 ტონა)
  • ბურკინა-ფასო - 6,64 ათასი დოლარი (0,29 ტონა)
  • კანადა - 4,12 ათასი დოლარი (0,41 ტონა)
  • კამერუნი - 1,80 ათასი დოლარი (0,11 ტონა)
  • ყაზარი - 0,49 ათასი დოლარი (0,49 ტონა)
| Print |