ეკონომიკა
ახალციხეში საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (R)

ახალციხეში საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კონკურსი, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ ხორციელდება რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. კონკურსში მონაწილეობა ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მეწარმეებს შეუძლიათ.

პროექტის მიზანია გაიზარდოს ბიზნესში ქალების ჩართულობა, გაუმჯობესდეს ინტეგრირებული ბიზნეს გარემო და დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს, რათა საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს შეუსაბამონ. კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში სულ 50 ბიზნესიდეა დაფინანსდება.

დაფინანსების ოდენობა ორი ათასიდან 60 ათას ევრომდე მერყეობს. გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) დაკავშირებული ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ექსპერტული კონსულტაციით.

საინფორმაციო შეხვედრები 16 მაისს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ადგილობრივ მეწარმეებთანაც გაიმართება.
| Print |