ეკონომიკა
კომბოსტო, ქლიავი, ზეთი - რა გაიაფდა გასულ თვეს ყველაზე მეტად
2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად გაიაფდა:
  • კომბოსტო - 41.9%-ით
  • ქლიავი - 39.4%-ით
  • მზესუმზირის ზეთი - 32.8%-ით
  • წიწიბურა - 30.9%-ით
  • ნიორი - 30.8%-ით
  • ყურძენი - 23.9%-ით
  • მარგარინი - 16.7%-ით
  • ჭარხალი - 15.6%-ით
  • კიტრი - 14.3%-ით
  • პომიდორი 13.6%-ით
| Print |