ეკონომიკა
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს
საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი.

გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი გაყიდა:

  • გერმანია - 5.3 მლნ აშშ დოლარის 1 060 ტონა
  • იტალია - 5 მლნ აშშ დოლარის 1 010 ტონა
  • თურქეთი - 3.1 მლნ აშშ დოლარის 837.9 ტონა
  • ესპანეთი - 2.8 მლნ აშშ დოლარის 499 ტონა
  • საფრანგეთი - 2.07 მლნ აშშ დოლარის 360 ტონა
ექსპორტის პარალელურად, იზრდება საქართველოში თხილის იმპორტიც. კერძოდ, გასული წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მხოლოდ 2.6 მლნ აშშ დოლარის 936.2 ტონა თხილი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 6.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი.

გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც წელს, საქართველომ ყველაზე მეტი თხილი იყიდა:

  • აშშ - 1.8 მლნ აშშ დოლარის 701.5 ტონა
  • უკრაინა - 837.4 ათასი აშშ დოლარის 275 ტონა
  • თურქეთი - 787 ათასი აშშ დოლარის 482.9 ტონა
  • ყირგიზეთი - 715.1 ათასი აშშ დოლარის 238.3 ტონა
  • გერმანია - 565.6 ათასი აშშ დოლარის 118 ტონა
შეგახსენებთ იმასაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ იზრდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის დასაფინანსებლად 2022-2023 წლებში ჯამურად 23 980 000 ლარს გამოყოფს, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე 3 045 000 ლარით მეტია.
| Print |
თეგები: ექსპორტი / თხილი /