ეკონომიკა
12 ივნისიდან ფქვილზე 200-ლარიანი საიმპორტო საფასური დაწესდება
საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება. მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ცვლილება ძალაში 12 ივნისიდან შევა და 1-ელ ნოემბრამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება საფასურს, დადგენილების თანახმად, 200 კგ-ზე ზევით ყოველ 1 კგ-ზე − 20 თეთრი იქნება, რაც ტონაზე 200 ლარი გამოდის. სწორედ აღნიშნული საფასური იყო დაანონსებული ბიზნესის თუ მეწარმეების მხრიდანაც.

ამასთან, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე აცხადებდა, რომ ტონაზე 200 ლარის დაწესების შემთხვევაში, სოციალურ პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.
| Print |