მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ მცირდება
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები კვლავ მცირდება. აშშ-ს ფედერალური რეზერვის (Fed) შეხვედრის წინ ინვესტორები ცდილობდნენ, გაზომონ განაკვეთების შემდგომი ზრდის ტემპი, ხოლო ჩინეთში საწვავზე მოთხოვნისა და რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების ზრდა ბაზარს წნეხად აწვება.
1 დღე-ღამის განმავლობაში Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 70 ცენტით ანუ 0.94%-ით დაეცა და 74.09 აშშ დოლარს შეადგენს ბარელზე. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი კი 69.53 აშშ დოლარია, რაც 0.91%-იანი კლებაა.
ორივე საორიენტაციო ნიშნულზე ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ვარდნა, რადგან ჩინეთის იმედგამაცრუებელმა ეკონომიკურმა მონაცემებმა შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოში ნედლეულის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ანაზღაურებს ფასების ზრდას საუდის არაბეთის მიერ წარმოების დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირების დაანონსების შემდეგ.
აღსანიშნია, რომ საუდის არაბეთმა წარმოება 4-ჯერ შეამცირა გასულ წელს. რუსული ნავთობის ექსპორტი კი ჩინეთსა და ინდოეთში იზრდება სანქციების დაწესების მიუხედავად.
Fed-ის მიერ განაკვეთების ზრდამ გააძლიერა დოლარის კურსი, რამაც დოლარში დენომინირებული საქონელი გააძვირა სხვა ვალუტის მფლობელებისთვის და გაზარდა ფასები.
ბაზრის მონაწილეების უმეტესობის მოლოდინია, რომ აშშ-ს ცენტრალური ბანკი ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ განაკვეთებს უცვლელად დატოვებს.