ეკონომიკა
Bitcoin-ის ფასი 30,000 დოლარს გადასცდა
ოთხშაბათს კრიპტოვალუტა Bitcoin-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა და პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად ეკონომიკური არასტაბილურობისა, 30,000 აშშ დოლარს გადასცდა.

გასული დღე-ღამის პერიოდში კრიპტოვალუტის ღირებულებამ დაახლოებით 10%-ით მოიმატა და ამჟამად 30,091 დოლარს შეადგენს, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნია, რომ ერთკვირიან შუალედში Bitcoin-ი 20%-ზე მეტით გაძვირდა. 13%-ით მოიმატა საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ღირებულებამ.

გასულ კვირას Bitcoin-ის ფასი 25,000 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც კრიპტობირჟების, Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ რეგულატორების საქმეებმა, ასევე აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის შეჩერებისა და მომავალში განახლების დაანონსებამ განაპირობა, რადგან ბაზრის მომავლის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა შეიქმნა.
| Print |