ეკონომიკა
რა ღირს საწვავი საქართველოში?
მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები ისევ იმატებს. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 74 დოლარამდეა გაზრდილი, WTI Crude-ის ღირებულებამ კი 69 დოლარი შეადგინა.
ზოგადად, ერთწლიან პერიოდში კი, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 55,35 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს პარასკევის ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებული ფასია, რაც "ვაგნერის ჯგუფის" აჯანყების ფაქტს არ ითვალისწინებს.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ერთ დღეში ევროპული გაზის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ 36 ევროს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,83 მილიონი ბარელით და შეადგინა 463,293 მლნ ბარელი.
რა ღირს საწვავი საქართველოში:
- 5 ყველაზე დიდ ბენზინგასამართ სადგურზე ( ვისოლი, ლუკოილი, გალფი, რომპეტროლი, პორტალი) სუპერის ტიპის საწვავი 3.57 ლარი ღირს, მხოლოდ „სოკარშია" ფასი 3.49 ლარი.
- პრემიუმის ფასი 2.68 ლარიდან 2.77 ლარამდეა. რეგულარის ფასი 2.40 ლარიდან 2.52 თეთრამდე.
- რაც შეეეხება გაზს, მისი ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1.55 ლარიდან 1.69 ლარამდე მერყეობს.
გააზიარეთ :