ნავთობის ფასი გაიზარდა - რა ღირს საწვავი საქართველოში?
2023 წლის 7 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.47 (+ 1.95) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73.86 (+ 2.06) დოლარი/ბარელზე.
რა ღირს საწვავი საქართველოში:
ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, სუპერის ტიპის ბენზინის შეძენა მომხმარებელს ყველაზე იაფად 3.54 ლარად სოკარში შეუძლია, ყველაზე ძვირი 3.65 ლარი კი, გალფში ღირს.
პრემიუმის ფასი 2.59 ლარიდან იწყება და 2.77 ლარს აღწევს. რაც შეეხება რეგულარს, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე მისი ფასი 2.35 ლარიდან 2.63 ლარამდეა.
ინფორმაციისთვის, ზოგადად, ერთწლიან პერიოდში კი, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ითაა შემცირებული.